უკრაინა ამერიკულ მხარესთან „ყველაზე რთულ საკითხებს“, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ტერიტორიების საკითხს განიხილავს -ზელენსკი 07.01.2026 17:22

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის წარმომადგენლებთან „ყველაზე რთულ საკითხებს", კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ტერიტორიების საკითხს განიხილავს.

ზელენსკის თქმით, შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი უსტემ უმეროვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე სერგეი კისლიცია და პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

„უკრაინის დელეგაცია განიხილავს უკრაინას, ევროპულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერთა დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატებს. უკრაინა არ ემალება ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული - უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის ნამდვილ მზადყოფნას ომის დასასრულებლად", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ