07.01.2026 19:15
დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩავიდნენ.
გამოცემა „თაიმსის" ინფორმაციით, ორ ბაზაზე სულ მცირე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა.
გავრცელებული ცნობით, ამერიკული სამხედრო ხომალდებით MH-60M Black Hawk-ის და MH-47G Chinook-ის ტიპის ვერტმფრენები გადაჰქონდათ, რომლებიც სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციებისთვის გამოიყენება.
მედიის ცნობით, ვერტმფრენები ბრიტანულ ანგარებში შენიშნეს.
„თაიმსის" თანახმად, როგორც ჩანს, ამერიკული აქტივობა გაერთიანებულ სამეფოში შემდგომი ოპერაციებისთვის მზადებას ემსახურება.
ავტორ(ებ)ი :