07.01.2026 20:41
"რუსეთი მოითხოვს, აშშ-მა უზრუნველყოს ხომალდ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, ასევე პატივი სცეს მათ უფლებებსა და ინტერესებს. [...] აშშ-მა ხელი არ უნდა შეუშალოს ხომალდ Marinera-დან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას"- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკული საზღვაო დესანტის მიერ ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული ნავთობმზიდი ტანკერის დაკავებასთან დაკავშირებით
როგორც Reuters აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, დაკავება, რომელმაც, "შესაძლოა რუსეთთან დაძაბულობა გაამწვავოს", მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის საზღვაო „ბლოკადა" სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა. ასევე, Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა ატლანტის ოკეანეში საკუთარი ტანკერის ამერიკელი სამხედროებისგან დასახსნელად წყალქვეშა ნავი გაგზავნა. მათივე ცნობით, ხომალდი ამჟამად ცარიელია, რადგან ამერიკის ბლოკადის გამო ვენესუელაში ნავთობის ჩატვირთვა ვერ შეძლო. გამოცემა წერს, რომ წყალქვეშა ნავი და სამხედრო ხომალდები ტანკერის ესკორტირებისთვის გაიგზავნა
ავტორ(ებ)ი :