ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას 100 ადამიანი ემსხვერპლა 08.01.2026 11:28

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიოსდადო კაბელიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციას 100 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე ვენესუელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 23 დაღუპული სამხედროს შესახებ. ამერიკის სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ კუბელი სამხედროებიც.

გარდა ამისა, როგორც კაბელიომ განაცხადა, მადუროს მეუღლეს სილია ფლორესს, რომელიც ამერიკელებმა მასთან ერთად დააკავეს, თავის ტრავმა აქვს, ხოლო თავად მადუროს ფეხი აქვს დაზიანებული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ