ისტორიამ ევროპას ასწავლა, რომ არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლებისთვის თანდაყოლილი სურვილის შეკავება, მსოფლიოს ირანელი ხალხის ესმის -რობერტა მეცოლა 08.01.2026 23:06

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანელ ხალხს მიმართავს. მისი თქმით, ევროპას და მსოფლიოს მათი ესმის.

მეცოლა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, „რომელსაც შეუძლია თავისუფლების თანდაყოლილი სურვილის შეკავება".

„30-მდე ადამიანი უკვე დაიღუპა. ევროპელი ხალხი ხედავს, რა ხდება ქუჩებში და ირანელი ხალხის გულებსა და გონებაში. ვიცით, რა ცვლილება ხდება. მაჰსა ამინის თაობაა, რომელიც უარს ამბობს ძალადობრივი თეოკრატიის შეზღუდვებზე, რომელიც ჯერ კიდევ მართავს მათი ცხოვრების ყოველ ასპექტს. თაობაა, რომელსაც სურს, გატეხოს რეპრესიების ბორკილები, რომლებიც მათ ზედმეტად დიდხანს ედოთ. გამოდიან, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რეჟიმის სისასტიკეს, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავს და არა ადამიანების უფლებებზე", - აცხადებს მეცოლა.

რობერტა მეცოლას თქმით, „ისტორიამ ევროპას ასწავლა, რომ არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლებისთვის თანდაყოლილი სურვილის შეკავება".

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები და შეტაკებები, მეთერთმეტე დღეა, გრძელდება. ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტები შეუერთდნენ. დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ