09.01.2026 18:04
უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის.
მედიის ცნობით, კიროვოგრადის რეგიონში ლითიუმის საბადოს წარმოების გაზიარების ხელშეკრულების ტენდერში კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელსაც ირლანდიური კომპანია TechMet-ი ხელმძღვანელობს.
საუბარია „დობრას" ლითიუმის საბადოზე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესია. ლითიუმი ისეთი ტექნოლოგიების ძირითადი კომპონენტია, როგორიცაა ელექტრობატარეები.
„გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ ოფიციალური დამტკიცება, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია", - წერს „ნუ იორკ თაიმსი".
ავტორ(ებ)ი :