09.01.2026 23:42
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მარტა კარტაბია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას კომისიიდან გასვლის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.
კარტაბიას განცხადებით, „აშშ-ის მიერ წევრობაზე უარი კომისიას ართმევს პერსპექტივას და გამოცდილებას".
მარტა კარტაბიას თქმით, ვენეციის კომისია ეხმარება სახელმწიფოებს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის ღირებულებების დაცვაზე.
როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისია ღიაა, რათა განაახლოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის საერთო ღირებულებების მხარდასაჭერად.
ავტორ(ებ)ი :