12.01.2026 16:41
კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი.
"სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.
ავტორ(ებ)ი :