დონალდ ტრამპი - ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს 12.01.2026 18:14

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„ისინი ხალხს თუ დახოცავენ, მათ ძალიან ძლიერად დავარტყამ", - განაცხადა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ძალის გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენაზე მუშაობას თუ განაახლებს, თეირანს გაანადგურებს.

„ამას თუ გააკეთებენ, მას გავანადგურებ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპის აღნიშნავს, წარსულში უკვე გაუმკლავდა ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანსა და „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის.

„შესანიშნავად გავუმკლავდი სოლეიმანს, გავუმკლავდი ალ-ბაღდადის და დარტყმა მივაყენე ირანის ბირთვულ ობიექტებს. რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ალ-ბაღდადი, სოლეიმანი თუ ირანის ბირთვულზე თავდასხმა?" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ