სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, მე მსურს ეს - დონალდ ტრამპი 12.01.2026 18:25

 

სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არჩევანის წინაშე რომ დადგეს, რომელ მხარეს აირჩევდა, გრენლანდიას თუ NATO-ს?, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა:

„არ მინდა ამის თქმა, მაგრამ არჩევანი შეიძლება იყოს. რუსეთს საერთოდ არ აშინებს ნატო, ჩვენ გარდა. ჩინეთს საერთოდ არ აშინებს ნატო, ჩვენ გარდა, რადგან, სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება. მე მსურს ეს. ვფიქრობ, ყოველთვის ვეწყობოდით ევროპას, მაგრამ მსურს, რეფორმირება მოახდინონ. მე ვარ ის, ვინც მათ აიძულა, მეტი დაეხარჯათ, მეტი მშპ დაეხარჯათ NATO-ზე, მაგრამ თუ შეხედავთ რუსეთს, შემიძლია, გითხრათ, რომ საერთოდ არ აშინებს არცერთი სხვა ქვეყანა, ჩვენ გარდა", - აღნიშნა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ