,,საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას''- დმიტრო კულება 12.01.2026 19:15

 

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უსაფრთხოების მეხუთე მუხლი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი, NATO და აშშ უკრაინისთვის იბრძოლებენ, თუ რუსეთი აგრესიას გაიმეორებს.

კლებას თქმით, საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას და "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად" ნიშნავს, რომ ვიღაც საბრძოლო მასალას, ვიღაც დრონებს და ვიღაც კიდევ სხვა რამეს მიაწვდის უკრაინას.

"მე-5 მუხლის შესახებ მითი ორ ფაქტორს ეფუძნება. პირველი, არავის არასდროს გამოუცდია მე-5 მუხლი.

არსებობს ლამაზი ლეგენდა: "რადგან 70 წლის განმავლობაში არავინ დაგვესხა თავს, ეს ნიშნავს, რომ მე-5 მუხლი მუშაობს". შესაძლოა ეს სიმართლეა, შესაძლოა არა. ეს ქუჩაში სპილოს შეხვედრის ალბათობას ჰგავს: 50/50-ზეა შეიძლება შეხვდეთ, ან შეიძლება არ შეხვდეთ.

და მეორე მითი ეფუძნება ხალხის მიერ მე-5 მუხლის სრულად არასწორ გაგებას. მასში არ არის ნათქვამი, რომ თუ რომანს თავს დაესხნენ, დიმიტრი რომანთან ერთად იბრძოლებს თავდამსხმელის წინააღმდეგ.

შინაარსი ამბობს: თუ რომანს თავს დაესხნენ, დიმიტრი და ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი, რომანის დასახმარებლად გააკეთებს იმას, რისი შესაძლებლობაც ექნება. ასე შეიძლება მე-5 მუხლის ინტერპრეტაცია.

და, სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ეს მოლაპარაკებები არა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, რომ "ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ", არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებთ ზუსტად, რა მოცულობით და რა ვადებში?

ზელენსკის რიტორიკაშიც გესმით, რომ ის ამას მოითხოვს და ეს სწორია. თუმცა, ამერიკული კავალერია აქ არ ჩამოფრინდება და ბოროტ რუსებს არ დაბომბავს. უფრო მოსალოდნელია, რომ ბოროტი რუსები ევროპაში NATO-ის ტერიტორიაზე ჩაფრინდებიან და ომს დაიწყებენ, ვიდრე - პირიქით.

საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს ჩვენთვის ბრძოლას. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად" - ეს ნიშნავს, რომ ვიღაც მოგვაწვდის საბრძოლო მასალას, ვიღაც - დრონებს, ვიღაც სხვა რამეს - ეს შესაძლებელია", - განაცხადა კულებამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ