ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ნატო-ს ტერიტორიების ოკუპაციის აკრძალვას ეხება 14.01.2026 17:42

 

ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ნატო-ს ტერიტორიების ოკუპაციის აკრძალვას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი" ავრცელებს.

კანონპროექტი უკრძალავს პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხების გამოყენებას ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე „ბლოკადის, ოკუპაციის, ანექსიის, სამხედრო ოპერაციების წარმოების ან სხვაგვარად კონტროლის დამყარების" მიზნით.

დოკუმენტი წარადგინეს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, ლიზა მურკოვსკიმ. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორივე პარტიის კანონმდებლებმა შეშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის კონტროლისადმი ინტერესის განახლების გამო, აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ