,,2 მილიონი უკრაინელი ძებნაშია, 200 ათასმა კი სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვა''-უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი 14.01.2026 18:10

 

უკრაინის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის ინფორმაციით, 2 მილიონი უკრაინელი მამაკაცი იძებნება, 200 000-მა კი სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვა. როგორც ფედოროვმა რადას ტრიბუნიდან განაცხადა, მას სურს იყოს არა პოპულისტი, არამედ რეალისტი, შესაბამისად, ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, თავდაცვის სამინისტრო მის ხელში გადადის 300 მილიარდი გრივნას დეფიციტით.

"ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ როგორ იმუშავებს წელს თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც წინა წელთან შედარებით 300 მილიარდით ნაკლები გრივნა მიიღო. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ არსებულ ადამიანურ რესურსში, არ მინდა პოპულისტი ვიყო - მინდა რეალისტი ვიყო. თავდაცვის სამინისტრო ჩემს ხელში ხვდება მინუს 300 მილიარდით, 2 მილიონი ძებნილი უკრაინელით და 200 000 იმ პირით, რომლებიც სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვებულთა კატეგორიაში შედიან", - განაცხადა მიხაილ ფედოროვმა.

ფედოროვი მეოთხე თავდაცვის მინისტრია, რომელიც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას დაინიშნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ