ვიტალი კლიჩკო - კიევში ელექტროენერგიასთან და გათბობასთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბის პრობლემა ომის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს 14.01.2026 19:07

 

კიევში ელექტროენერგიასთან და გათბობასთან დაკავშირებული ვითარება ძალიან რთულია, ასეთი მასშტაბის პრობლემა ომის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა აღადგინონ რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

„დღევანდელი მდგომარეობით, კიევის დაახლოებით 400 მრავალსართულიანი სახლი რჩება გათბობის გარეშე. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, ის ძალიან რთულია. ენერგეტიკოსები მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, თუმცა, ამ ეტაპზე კიევი ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის გრაფიკით მუშაობს. ქალაქის მაცხოვრებლებს ამჟამად ელექტროენერგია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქვთ. სამწუხაროდ, ავარიული გათიშვები გაგრძელდება. ამაზე საჭიროა გულახდილი საუბარი, რათა ხალხმა გაიგოს სიტუაცია", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ