რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს - დიმიტრი პესკოვი 16.01.2026 18:59

 

რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, დააკვირდება გრენლანდიის გარშემო უჩვეულო სიტუაციის ტრაექტორიას.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი მისთვის რაიმე სახის პრიორიტეტულ სუბსტანციას არ წარმოადგენს.

„სიტუაცია უჩვეულოა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ექსტრაორდინალურიც კია", - თქვა დიმიტრი პესკოვმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ