16.01.2026 19:01
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინას „მტკივნეულ დათმობებზე" წასვლა მოუწევს, რათა ომი დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ აშშ-ის გარეშე უკრაინაში ომის გადაჭრის გზა არ არსებობს.
„მივიჩნევ, რომ იქ [სამშვიდობო გეგმა] არის მთელი რიგი მტკივნეული დათმობები, რომლებზეც უკრაინა უნდა წავიდეს და მზადაა ეს გააკეთოს იმ პირობით, თუკი ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს", - განაცხადა პაველმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.
ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ „ყველა ღონე" უნდა იხმაროს იმისათვის, რომ მთელი ის სამუშაო, რაც სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტების მომზადებისას გაიწია, „ამაო არ აღმოჩნდეს".
ავტორ(ებ)ი :