,,იტალია გრელანდიაში თავის ჯარებს არ გაგზავნის''- იტალიის თავდაცვის მინისტრი 16.01.2026 20:02

 

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ ვერ ხედავს გრენლანდიაში ჯარების გაგზავნის აუცილებლობას იმ ფონზე, როდესაც რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

„რას აკეთებს ნებისმიერი ეროვნების ასი, ორასი ან სამასი ჯარისკაცი? ანეკდოტის დასაწყისს ჰგავს", - აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ იტალია ამ ტერიტორიაზე თავის ჯარებს არ გაგზავნის, ასევე ნატოს შესთავაზა ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის პოზიციების კოორდინირება.

ამ კვირაში ევროპის რიგმა ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ გრენლანდიაში საკუთარ სამხედროებს აგზავნიან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ