Washington Post: ჯეი დი ვენსმა ირანში ამერიკულ დარტყმას მხარი დაუჭირა 18.01.2026 17:25

 

Washington Post-ის ინფორმაციით, შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანში ამერიკულ დარტყმას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ტრამპს თავისი „წითელი ხაზი" უნდა დაეცვა. ეს მოულოდნელი ცვლილებაა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან, რომელიც აქამდე ახლო აღმოსავლეთში ომების წინააღმდეგი იყო.

გამოცემის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია მას შემდგე შეიცვალა, რაც ოვალურ კაბინეტში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალას გაეცნო, რომელზეც აიათოლას რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის კადრებია აღბეჭდილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ