19.01.2026 23:33
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის არის მზად.
„ამ დღეებში და მომავალშიც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის, და ელოდება მომენტს ამ დარტყმის მისაყენებლად.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ყველა საჰაერო განგაშს; თითოეულ ოლქში უნდა იყოს მზადყოფნა, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება და მხარში დაუდგნენ ხალხს", - აღნიშნა
ავტორ(ებ)ი :