მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო 19.01.2026 23:53

 

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

"ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს წევრი. აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს,მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია", - თქვა მიჰაი პოპშოიმ.

სამი დოკუმენტი, რომელიც მინისტრმა აღნიშნა, საუბარი ეხება დსთ-ს წესდების, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების დანართს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ