ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი 20.01.2026 10:12

უკრაინის თავდაცვის მინისტრი დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მიხაილ ფედოროვის თქმით, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა გამოცდილება საჰაერო თავდასხმებთან ბრძოლაში, როგორიც უკრაინას.

„ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება, სისტემის, რომელიც საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს. მსოფლიო ამ ტიპის ომისთვის მზად არ იყო. თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვართ, სწრაფად, სისტემატურად და ტექნოლოგიურად ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მითითებით, ჩვენ ვცვლით ჩვენს მიდგომას ცის დაცვის მიმართ. ასეთი სისტემის ტრანსფორმაცია რამდენიმე დღეში არ მოხდება, მაგრამ ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრა დღესვე უნდა დავიწყოთ", - თქვა ფედოროვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე „შაჰედის" და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რუსეთის თავდასხმების შედეგად კი ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ