ნატო-სთან დაკავშირებით ჩემი შიშია, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად, ნატო სამართლიანად უნდა მოგვექცეს -დონალდ ტრამპი 21.01.2026 00:46

დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მ ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დახარჯა და ნატო-ც სამართლიანად უნდა მოექცეს ამერიკას.

„ნატო-ს წევრები დავარწმუნე, რომ თავდაცვის ხარჯები ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაეზარდათ. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. შეგიძლიათ, ამის შესახებ გენერალურ მდივანს ჰკითხოთ. მან ეს ბევრჯერ თქვა. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, მაგრამ ნატო-ც სამართლიანად უნდა მოგვექცეს. დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ჩვენ ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ და ვიცი, რომ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მე ნამდვილად მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად", - განაცხადა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ