ტრამპის განცხადებით, პუტინი მის მიერ ინიციირებულ "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებას დათანხმდა 22.01.2026 10:04

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებას დათანხმდა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მიიწვია აღნიშნულ საბჭოში რუსეთი?

როგორც ტრამპმა აღნიშნა, საბჭოში რამდენიმე სადავო ადამიანია, თუმცა ისინი არიან, ვინც საქმეს აკეთებენ.

„ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს ძალა. ამ გზით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა. დიახ, რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს მასში, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ის მოწვეული იყო. მან ეს მიიღო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი კი განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს" გადასცეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ