22.01.2026 19:32
აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვით კომპანიებს იარაღის უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესო იარაღი აქვს.
„ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა - „პეტრიოტები", „ტომოჰავკები", F35-ები. ყველა ჩვენი აღჭურვილობა საუკეთესოა. სხვა ქვეყნებს სურთ ეს და ჩვენც გვსურს. ძალიან დიდი დრო სჭირდება მათ მიღებას და უფრო უნდა დავაჩქაროთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :