რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად კიევში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი 24.01.2026 22:48

რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმების შედეგად მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში 3 000-ზე მეტი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი, მაშინ როდესაც ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსია.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქის ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი ტროეშჩინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანია, სადაც 600 შენობა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა.

მისი თქმით, მოსახლეობას ცხელი საკვები და მედიკამენტები მიუტანეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ