მარკ კარნი - კანადა არ აპირებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას 25.01.2026 22:53

 

კანადა არ აპირებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

როგორც კარნიმ აღნიშნა, ამის გაკეთება USMCA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად არ შეუძლია. ეს არის სამმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მექსიკას, აშშ-სა და კანადას შორის.

კარნიმ განაცხადა, რომ ჩინეთთან მისი შეთანხმებები მხოლოდ პეკინსა და ოტავას შორის პრობლემურ სავაჭრო საკითხებს აგვარებდა.

„ჩვენ გამოვასწორეთ ჩინეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოშობილი ზოგიერთი პრობლემა", - განაცხადა კარნიმ.

მისი თქმით, კანადა პატივს სცემს კანადა-აშშ-მექსიკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც ავალდებულებს სამი ქვეყნიდან ნებისმიერს, წინასწარ აცნობოს დანარჩენებს, თუ მათ სურთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება არასაბაზრო ქვეყანასთან, მაგალითად ჩინეთთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ