26.01.2026 20:09
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებენ რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმის გამო, როგორც კი კანონი ოფიციალურად შევა ძალაში. ამის შესახებ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაწერა, რომ ქვეყანა გამოიყენებს „ყველა სამართლებრივ საშუალებას" აკრძალვის გასაუქმებლად.
მან დასძინა, რომ ეს შეზღუდვა „ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგიის ხარჯებს უნგრული ოჯახებისთვის".
ევროკავშირის კანონმდებლები და ლიდერები დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ 2027 წლის ბოლოსთვის სრულად შეწყვეტენ რუსული ექსპორტიორებისგან გაზის შესყიდვას, ხოლო ნედლ ნავთობზე მსგავსი აკრძალვა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.
სლოვაკეთი ასევე უჩივლებს ევროკავშირს - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
„ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვერ ასახავს ცალკეული ქვეყნების რეალურ შესაძლებლობებსა და სპეციფიკურ გარემოებებს", - აღნიშნა მან.
ავტორ(ებ)ი :