26.01.2026 22:29
ყალბი და თაღლითური გამოკითხვები სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მოწინააღმდეგე ყველა მედიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს მის შესახებ წერდა, გამოაქვეყნა გამოკითხვები, რომლებიც შეგნებულად მცდარი იყო. ტრამპის განცხადებით, ამ მედიებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ და ცდილობდნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენას, თუმცა მან მაინც გაიმარჯვა.
„თუ ადამიანებიი შეისწავლიდნენ წარუმატებელ „ნიუ იორკ თაიმსს", ყალბ „ეიბისის", ყალბ „ენბისის", ყალბ „სიბიესს", დაბალი რეიტინგის „სიენენს" ან ამჟამად უკვე გაუქმებულ „ემესდიენსის", ყველა გამოკითხვა გაყალბებული გახლდათ და საბოლოო შედეგებთან ახლოსაც კი არ იყო. რაღაც უნდა გაკეთდეს გაყალბებული გამოკითხვების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში „ფოქს ნიუსისა" და „ვოლ სთრით ჯორნალის" გამოკითხვებიც კი საშინელი იყო! არსებობენ სოციოლოგიური გამოკითხვების შესანიშნავი სააგენტოები, რომლებიც არჩევნებს სწორად პროგნოზირებენ, მაგრამ მედიას არ სურს მათი გამოყენება რაიმე ფორმით. სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს!" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :