დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მინესოტაში დაძაბულობის შემსუბუქებას ეცდება 28.01.2026 10:37

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მინესოტაში დაძაბულობის შემსუბუქებას ეცდება. ამის შესახებ ტრამპმა აიოვის შტატში „ფოქს ნიუსის" ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ ოდნავ შევამსუბუქებთ დაძაბულობას", - აღნიშნა ტრამპმა.

შეერთებული შტატების ლიდერმა ასევე ისაუბრა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების მიერ მოკლულ აშშ-ის ორ მოქალაქეზეც. მისი თქმით, არ მოსწონს, რომ ბოლო მსხვერპლი, ალექს პრეტი იარაღს ატარებდა, თუმცა ის, რაც მინეაპოლისში ორივე შემთხვევაში მოხდა, საშინელებაა.

„მე არ მომწონს ის ფაქტი, რომ ის (ალექს პრეტი) იარაღს ატარებდა. მაგრამ არავინ იცის, როდის ან როგორ დაინახეს იარაღი. საბოლოო ჯამში, ეს საშინელება იყო. მეორე შემთხვევაც (რენე გუდი) საშინელი იყო. და მე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ მისი მშობლები ტრამპის დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. ამან ისედაც ცუდად მაგრძნობინა თავი. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო უარესად", - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელზე, გრეგორი ბოვინოზე.

„იცით, ბოვინო ძალიან კარგია, მაგრამ ის საკმაოდ ექსტრემალური ტიპის ადამიანია. და ზოგიერთ შემთხვევაში ეს კარგია. შესაძლოა, ამ შემთხვევაში კარგი არ იყო, მაგრამ უნდა გესმოდეთ, როცა ვუყურებდი ზოგიერთ ადამიანს, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირაა, ვუყურებ, ისინი არიან ანაზღაურებადი აჯანყებულები, ისინი არიან ანაზღაურებადი პროვოკატორები. ეს ადამიანები არ არიან ნორმალურები", - დასძინა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ