იური უშაკოვი: თუ ზელენსკი მზად არის პუტინთან შესახვედრად, მას მოსკოვში ელიან 28.01.2026 18:29

 

ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ჩამოვიდეს მოსკოვში, თუ მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას რამდენჯერმე თქვა, რომ თუ ზელენსკი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის, ჩვენ მას მოსკოვში ვეპატიჟებით", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შესახვედრად, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ - გადაიჭრას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ