რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს 29.01.2026 17:25

 

მოსკოვმა უკრაინას დაღუპული ჯარისკაცების 1000 ცხედარი გადასცა, რომლებიც რუსეთის მტკიცებით, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნით, - აღნიშნულის შესახებ იტყობინება უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

რუსული მხარე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოსკოვს 38 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ცხედრების ბოლო გაცვლა გასული წლის დეკემბერში განხორციელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რუსეთის თავდაცვის უწყებას განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ