30.01.2026 19:34
ევროპული საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა Euronews-ს განუცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს „პირფერობის დიპლომატია" აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ „სრულ მარცხს" გამოიწვევს.
შარლ მიშელმა ხაზგასმით ასღნიშნა, რომ მარკ რუტემ უნდა შეწყვიტოს „ამერიკის აგენტობა" და გააერთიანოს დასუსტებული სამხედრო ალიანსი აშშ-ის მხრიდან მომავალი „მტრული რიტორიკისა" და „დაშინების" წინაშე.
„მინდა სიცხადე შევიტანო: მარკ რუტე იმედგაცრუებას იწვევს და მე მის მიმართ ნდობას ვკარგავ", - განაცხადა მიშელმა.
„არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა. მე მოველი, რომ ის ნატოს შიგნით ერთიანობაზე იმუშავებს. ჩვენ ვაწყდებით დაშინებას, ჩვენ ვაწყდებით მუქარებს. ის, რაც გრენლანდიასთან დაკავშირებით ხდება, მიუღებელია და მე მოველი, რომ მარკ რუტე იქნება ძლიერი ხმა ნატოს ერთიანობის დასაცავად", - დასძინა მან.
მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის „ძალიან ერთგული პარტნიორია" და „არ იმსახურებს" ტრამპის ბოლოდროინდელ „ქცევას".
ავტორ(ებ)ი :