ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ 30.01.2026 23:47

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის მიმართულებით გაგზავნილ ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე. მისი განცხადებით, ეს არის გაცილებით დიდი „არმადა", ვიდრე ის ფლოტი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის წინ იყო მობილიზებული.

„ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია - დაარქვით რაც გინდათ - რომელიც ამ წუთებში ირანისკენ მიემართება", - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული ძალები იმაზე დიდია, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში იყო წარმოდგენილი.

როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის სამომავლო გეგმებზე, მან უპასუხა: „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ".

ტრამპმა შექმნილ ვითარებას „რთული სიტუაცია" უწოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ