,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი 04.02.2026 20:39

 

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან დიპლომატიური არხების ხელახლა გასახსნელად, როგორც უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი - განუცხადეს Euronews-ს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ცალკეულ ინტერვიუებში.

„ვფიქრობ, საჭიროა დიპლომატიაში ჩართვა. საუბარი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და მასზე სანქციები კვლავ ძალაში დავტოვოთ", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან თავად უკრაინელებმა დაიწყეს მოლაპარაკება. მაშ, ევროპელებმა რატომ არ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები?" - აღნიშნა ლატვიის მთავრობის მეთაურმა.

სილინამ ევროპის პოტენციურ წარმომადგენლებად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაასახელა.

„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ ვინ იქნება ეს პირი. ვფიქრობ, ბევრი ვარიანტი გვაქვს. თუ საჭირო გახდება, მე მზად ვარ წავიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანიის, საფრანგეთის ან გაერთიანებული სამეფოს ლიდერები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამერიკელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებიან და უკრაინას ამ ძალიან რთულ პროცესში დაეხმარებიან", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ