ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს-ვიქტორ ორბანი 06.02.2026 17:32

ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი ცდილობს, ევროპელები დაარწმუნოს, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე უკრაინაში ჯარები არ განალაგონ, რადგან ეს „ომს ნიშნავს".

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება. ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს. მაშინაც კი, თუ რაღაც მომენტში მშვიდობა დამყარდება, ომის რისკი მაინც იარსებებს", - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ