08.02.2026 11:44
ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელის უფროსია, ყოველდღე მოგვიწევს ბრძოლა, - განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააკეთა. მისი თქმით, უნგრელები ბრიუსელიდან მომდინარე გამოწვევებს ყოველთვის სწორ პასუხს სცემდნენ და ასე მოიქცევიან.
„ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის სწორ პასუხს ვცემდით გამოწვევებს. ჩვენი წარმატებების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ მტკიცედ ვიტყვით უარს ბრიუსელის ზეწოლაზე. ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, რათა უნგრეთი ომში არ ჩაითრიონ, რათა უნგრეთი მიგრანტებით არ იყოს გადატვირთული. ჩვენი ამოცანა იქნება, ყოველდღიურად გავუძლოთ ბრიუსელის ზეწოლას. ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელის უფროსია, ყოველთვის მოგვიწევს ბრძოლა", - განაცხადა სიიარტომ.
ავტორ(ებ)ი :