08.02.2026 11:58
რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ევროკავშირში მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის ემზადება.
რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში იმპორტმა იანვარში 2.276 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება 2025 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს და 2025 წლის იანვრის 2.05 მილიარდ კუბურ მეტრს, იუწყება The Caspian Post ევროპული ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლებზე დაყრდნობით.
ამერიკული მიმართულებიდან, ძირითადად აშშ-დან და ტრინიდადიდან და ტობაგოდან, თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება, ყოველთვიურად 18%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. აფრიკიდან მიწოდებამ იანვარში დაახლოებით 772 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდებამ - 571 მილიონი კუბური მეტრი.
Bruegel-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, ევროპამ იანვარში 12.2 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტირება მოახდინა. ეს 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 1.3%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო, წლიურ მაჩვენებელთან შედარებით - 6%-იან ზრდას.
რეგულაცია ძალაში შევა 2026 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნების შემდეგ.
26 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების სრული აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრიდან, ასევე, რუსული მილსადენებით გაზის მიწოდების აკრძალვა 2027 წლის 30 სექტემბრიდან.
იანვარში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება 2025 წლის განმავლობაში 5.6%-ით შემცირდა და სულ 20.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდების საერთო მაჩვენებელში რუსეთი 38 მილიარდი კუბური მეტრით მეოთხე ადგილზე იყო ნორვეგიის, შეერთებული შტატების და ალჟირის შემდეგ.
ავტორ(ებ)ი :