„ამერიკული მხარე გვთავაზობს, რომ ომი ივნისამდე დასრულდეს და, სავარაუდოდ, მხარეებზე ზეწოლას ამ გრაფიკის დაცვით მოახდენენ" - ზელენსკი 08.02.2026 13:13

 

 "ამერიკული მხარე გვთავაზობს, რომ ომი ივნისამდე დასრულდეს და, სავარაუდოდ, მხარეებზე ზეწოლას ამ გრაფიკის დაცვით მოახდენენ," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია კონგრესის მოახლოებული შუალედური არჩევნები და განწყობების ცვლილება მათ საზოგადოებაში. შესაბამისად, ვაშინგტონი მთელ დროს შიდა პროცესებს დაუთმობს.

შტატებს ომის დასრულება ზაფხულამდე სურს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში ბოლო მოლაპარაკებების დროს კვლავ ვერ მოხერხდა შეთანხმება ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ