კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა -25 დაშავდა 11.02.2026 10:18

კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ორი გარდაცვლილი კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილი იპოვეს თავად ეჭვმიტანილიც.

თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მის სახელსა და სქესს ჯერჯერობით არ ამხელს. უცნობია თავდასხმის მოტივიც. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული სროლის დროს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „დღევანდელი საშინელი სროლებით განადგურებულია".

კანადის პრემიერმა მომხდარის გამო გეგმები შეცვალა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში გამგზავრება გადადო.

ცნობისთვის, ტამლერ რიჯის ტრაგედია კანადის ისტორიაში სკოლაზე განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა მონრეალის პოლიტექნიკურ სკოლაში 1989 წელს მოხდა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კანადას იარაღის შესახებ უფრო მკაცრი კანონები აქვს, ვიდრე აშშ-ს, რაც მსგავსი მასობრივი თავდასხმების ალბათობას ამცირებს

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ