,, ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას''- აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი 11.02.2026 20:35

 

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსების წყაროებსა და ევროპის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას.

„რუსეთი თავის ომს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით აფინანსებს. ევროპა, რომელიც თავად არის ამ ომის მსხვერპლი, რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მყიდველია. ისინი დღემდე რჩებიან რუსული ბუნებრივი აირის მომხმარებლებად. ამიტომ, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „ჰეი, ევროპულო სახელმწიფოებო, თქვენ ეხმარებით იმ სამხედრო მანქანის დაფინანსებას, რომლის გაჩერებაც ყველას გვსურს". ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, არის მსხვილი მყიდველებისთვის რუსული ნავთობის შეძენის შესაძლებლობის შეფერხება. ინდოეთი კი ამჟამად ცდილობს მეტი ნავთობი იყიდოს აშშ-ისგან, სავარაუდოდ, მეტს შეიძენს ვენესუელასგან და მსოფლიოს სხვა წყაროებიდან. უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი გზა რუსული სამხედრო მანქანის ფინანსურად გამოფიტვაა", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ