კაია კალასი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებას ეხმაურება 13.02.2026 19:18

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებას ეხმაურება.

კალასის თქმით, საერთაშორისო წესრიგის რეფორმა კარგია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპზე უნდა ფუნქციონირებდნენ.

აღნიშნულის შესახებ კალასმა მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„გისმენთ და ვფიქრობ: ძალიან კარგია, რომ გსურთ საერთაშორისო წესრიგის რეფორმა, მაგრამ ჩვენთვის, დანარჩენი უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, მრავალმხრივ სისტემაში სახელმწიფოთა თანასწორობა იყოს დაცული. რეფორმას თუ ვახდენთ, ნამდვილად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი სამყარო, როგორიც დღეს არის, სადაც ყველა სახელმწიფო თანასწორია და არავინ დგას კანონზე მაღლა. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ ანგარიშვალდებულებაზე. წესები თუ გვაქვს, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია, მაშინ მათ დარღვევაზე, კანონების დარღვევაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ თუნდაც ყველაზე ძლიერ ქვეყნებს", - განაცხადა კაია კალასმა.

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლმა, მაიკ უოლცმა  მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს.

„ფაქტებსა და შედეგებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას და მულტილატერალიზმის რეფორმირება მოგვიწევს, რაც, 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მაშინ მსოფლიო ამას უნდა მიესალმოს", - განაცხადა უოლცმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ