აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე 14.02.2026 17:30

აშშ უფრო მეტად არის ერთგული ევროპის მიმართ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით გასულ თვეში გამართული დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ნატო-ს მოკავშირეებს შორის „აზროვნების ცვლილება“ შეინიშნება.

 

„საბოლოოდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმას, რასთანაც გამკლავებაც ევროპელებს სურდათ, ისინი მეტს ხარჯავენ და ლიდერის როლს იკავებენ. აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. აშშ-ს ნატო სჭირდება. მათ სჭირდებათ ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, ძლიერი და უსაფრთხო არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის“, – განაცხადა რუტემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ