14.02.2026 18:35
მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის - ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას.
„თუმცა, არის რაღაც, რასაც არასწორად იგებ: ეს დებატები არც მე და არც შენ გეხება. საქმე უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდები ევროკავშირის წევრი", - წერს ორბანი X-ზე.
ავტორ(ებ)ი :