15.02.2026 18:23
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ჰერმან გალუშჩენკო, რომელიც თანამდებობიდან 2025 წლის ნოემბერში გადადგა, 15 თებერვლის ღამეს ქვეყნის საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ გალუშჩენკო მატარებლიდან მოხსნეს. გამოცემის წყაროს ცნობით, მესაზღვრეებს ჰქონდათ სპეციალური მოთხოვნა ანტიკორუფციული ბიუროსგან და პროკურატურისგან, რათა მიეღოთ ინფორმაცია, თუ ექს-მინისტრი ქვეყნის დატოვებას დააპირებდა.
ანტიკორუფციულ ბიუროში დაკავების ფაქტი დაადასტურეს.
გალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრად 2021 წლის აპრილში დაინიშნა. 2025 წლის ივლისში მან იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამავე წლის ნოემბერში უმაღლესმა რადამ ის და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მისი შემცვლელი სვეტლანა გრინჩუკი თანამდებობიდან გადააყენეს.
გადადგომის მიზეზი გახდა დიდი კორუფციული სკანდალი, რომელიც კომპანია „ენერგოატომს" და ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს უკავშირდება. ოპერაცია „მიდასის" ფარგლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა მანამდე თავად გალუშჩენკოსთანაც ჩაატარეს.
ავტორ(ებ)ი :