,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო 15.02.2026 20:07

 

ნავთობსადენი „დრუჟბა", რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, შესაძლოა, ბოლო დაზიანებების შემდეგ უკვე შეკეთებულია, თუმცა უკრაინა, შეიძლება, განზრახ აჭიანურებს მიწოდების აღდგენას, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და აიძულოს ბრატისლავა, მოხსნას წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„დღეს ნავთობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამ, როგორც პოლიტიკურ შანტაჟს უნგრეთის მიმართ, მისი უკომპრომისო პოზიციის გამო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე", - განაცხადა ფიცომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ.

ანალოგიური პოზიციით ორი დღის წინ გამოვიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით მიიღო გადაწყვეტილება, არ აღადგინოს ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის „დრუჟბის" ნავთობსადენით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს.

„მიზანი აშკარაა. ესაა უნგრეთის მთავრობის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნით, მოახლოებული არჩევნების წინ", - დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელ „იქსში".

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეჩერდა 27 იანვარს რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის გამო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ