,,ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებები პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე იყო ორიენტირებული''- რუსტემ უმეროვი 17.02.2026 23:17

 

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე იყო ორიენტირებული, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენებენ.

„ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ჯგუფებად მუშაობა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე. როგორც პოლიტიკურმა, ასევე სამხედრო ფორმატების ჯგუფებმა დაასრულეს თავიანთი სამუშაო დღეისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მათი კონსტრუქციული ჩართულობისა და სტაბილური ტემპით მუშაობის მზადყოფნისთვის. ხვალ დილით პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას", - აღნიშნა უმეროვმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ