19.02.2026 14:32
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოსა და უნგრეთს „რუსული კანონის" ბრალდება წაუყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნებმა დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი მიიღეს.
მაიკ ბენცმა ევროპაში სიტყვის თავისუფლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა ევროპაში თავისუფალი სიტყვის ინიციატივას უჭერს მხარს.
„ევროპული მედია ამაზე განრისხებულია და ამბობს, რომ ეს რუსული გავლენის ოპერაციაა. ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას უჭერენ მხარს, რადგან მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს ევროპაში თავისუფალი სიტყვა სურთ საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. რუსებს კი სურთ მათი გამარჯვება იმის გამო, რომ სკეპტიკურად უყურებენ ბევრ საკითხს ნატო-სა და ევროკავშირზე. ამიტომ ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო - რომ აშშ-ის ყველა გრანტი საჯაროდ გახდეს ცნობილი. მე სრულიად მხარს ვუჭერ ამას, თუმცა ირონია ისაა, რომ სწორედ 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატებისა და ფინანსური წრეების იმავე ჯგუფი უნგრეთს, საქართველოსა და სამ სხვა ევროპულ ქვეყანას სანქციებით ემუქრებოდა, როდესაც მათ სწორედ ამ გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ. მათ ეს „რუსულ კანონად" მოიხსენიეს, რადგან რუსეთმაც მსგავსი რამ 2012 წელს მიიღო", - აღნიშნა ბენცმა.
ავტორ(ებ)ი :