19.02.2026 20:29
ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ 29 იანვარს მიღწეული შეთანხმება. სიაში შეყვანის შემდეგ „ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის" წინააღმდეგ ევროკავშირის ანტიტერორისტული სანქციების რეჟიმის ფარგლებში შემზღუდავი ზომებიც გავრცელდება. ეს მოიცავს მისი სახსრებისა და სხვა ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ევროკავშირის მხრიდან სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად ევროკავშირის ე.წ. ტერორისტული სიის ფარგლებში შემზღუდავი ზომები 13 პირსა და 23 ჯგუფს ეხება.
ავტორ(ებ)ი :