რუსეთმა ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა 21.02.2026 12:56

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა.

 

ინფორმაციას ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

 

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით კი, რუსულმა დრონებმა ქალაქში დააზიანეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაინგრა სულ მცირე ხუთი კერძო და ერთი ოთხბინიანი სახლი, დაიწვა რამდენიმე ფარეხი და მსუბუქი ავტომობილი.

 

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთი მამაკაცი დამწვრობებით გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ხოლო ერთ ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ