ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ესროლეს 21.02.2026 17:19

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ტირანას ქუჩებში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ისროლეს. სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ალბანეთში პოლიტიკური ვითარება გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიძაბა რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას მოადგილეს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბელინდა ბალუკი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო ტენდერებში ერეოდა და გარკვეული კომპანიებს უპირატესობას ანიჭებდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ